2024-05-21

01:46

მეცნიერებმა გამოავლინეს, თუ რატომ იწვევს წითელი ღვინის დალევა ძლიერ თავის ტკივილს

ბიზნეს ნიუსი
01-01-2024 19:25

ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მეორე დღეს, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რატომ იწვევს წითელი ღვინო თავის ტკივილს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ალკოჰოლური სასმელი.

წლების განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული ჰიპოთეზა წამოიჭრა. ზოგი თვლის, რომ წითელ ღვინოში სულფიტების დამატება იწვევს ალერგიულ რეაქციას, რომელიც თავის მხრივ იწვევს თავის ტკივილს. ზოგი კი მიუთითებს წითელ ღვინოში ჰისტამინის მაღალ შემცველობაზე, როგორც შესაძლო დამნაშავეზე. ცოტა ხნის წინ კი, ზოგიერთმა მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა წითელ ღვინოში შემავალი ნაერთების ჯგუფზე, ფლავანოლებზე.

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერტებმა გამოავლინეს ერთი სპეციფიკური ქიმიკატი: კვერცეტინი. თავისთავად, იგი ითვლება ძალიან სასარგებლო ფლავანოლად, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლთან შერწყმისას კვერცეტინი ბლოკავს ფერმენტების მოქმედებას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი იყენებს ალკოჰოლის ტოქსიკური ქვეპროდუქტის, აცეტალდეჰიდის დასაშლელად.

რაც უფრო მეტია კვერცეტინი ღვინოში, მით უფრო ნელა ითვისებს ორგანიზმი აცეტალდეჰიდს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ტოქსიკური გვერდითი მოვლენები.

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 13:52
ბიზნეს ნიუსი

EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა

2024-05-15 20:06
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბუღალტერთა ფედერაცია შვეიცარიის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე და ს

ბექა თაგაურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა

2024-05-15 12:36
ბიზნეს ნიუსი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტ

სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში

2024-05-07 14:49
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

2024-05-07 14:35
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები