2024-05-20

17:18

მარიამ ლაშხმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

განათლება
11-01-2024 11:13

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და საქართველოში ისრაელის საელჩომ.

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული. პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა - გამარჯვებულს, კოლეჯ „სპექტრს“ მარიამ ლაშხმა გადასცა.

პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სრულიად შეიცვალა სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო, ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელი და გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტში პროფესიული განათლებისათვის გამოყოფილი თანხები. შეიქმნა პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რაც თავის თავში გულისხმობს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ზრდას. რჩება რიგი გამოწვევებისა, რომლის დაძლევაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ქიტიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს და ისრაელის საელჩოების და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 12:56
განათლება

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB) წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება “Re-Direction”-ის პროექ

ჩვენ მიერ მიღწეული ძირითადი შედეგებისა და ზოგადი პროცესების მაღალ სტანდარტს. ჩვენ ამ პრესტიჟულ საბჭოში წევრობისათვის ვიწვევთ გამოცდილ პროფესიონალებს

2024-05-16 11:36
განათლება

STEM განათლებისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკავშირების საკითხი: საქართველოს საერთაშორ

მაცერატას უნივერსიტეტის (იტალია) ხელმძღვანელობით, ევროპის მასშტაბით გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით დაკომპლექტებული

2024-05-15 12:14
განათლება

უნიკალური შესაძლებლობა! სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საბაკალავრო საფეხურის ყველა კურსის სტუდენტებისთვის სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტი აცხადებს

2024-05-08 14:37
განათლება

GIU-ს სტუდენტური ფოტოგამოფენა: „რაკურსი 2024“

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი-ჯიუ იწვევს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მისაღებად

2024-05-02 16:05
განათლება

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა : AFD ჯგუფი საქართველოსთან ერთად მუშაობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი გა

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის თანამშრომლობა და AFD ჯგუფის ერთგულება, რომ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები