2024-05-20

22:57

UNDP და ჩეხეთი ხელს უწყობენ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ეფექტიან მართვას და ადგილობრივი სოფლების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას

ბიზნეს ნიუსი
25-01-2024 11:52

100,000 ევროს ღირებულების პროექტის შედეგებით მაჭახლის ხეობის 3,000 მაცხოვრებელი ისარგებლებს

თბილისი. 24 იანვარი 2024 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჩეხეთის რესპუბლიკის დაფინანსებით, იწყებს ახალი ინიციატივის განხორციელებას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმატებული განვითარების მიზნით. 16-თვიანი პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 100,000 ევროს შეადგენს, დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას დაეხმარება და ამ ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიის მდგრად და ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმა და ჩამოყალიბდება ურბანული და სივრცითი დაგეგმარების სისტემა. ამ ერთიანი მიდგომის გამოყენებით, დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უნიკალური გარემოსა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გათვალისწინებით.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ხელშეწყობა განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

24 იანვარს, ჩეხეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში,  პეტრ კუბერნატმა, და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, დაგლას უებმა, პროექტის განხორციელებასა და თანამშრომლობის სამომავლო გზებზე იმსჯელეს.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მრავალწლიან ხელშეწყობას საქართველოს მიმართ მდგრადი განვითარების საკვანძო სფეროებში.

„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა გარემოს დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა. მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ხელს შევუწყობთ მაჭახლის ხეობის ბუნებრივი საგანძურისა და უნიკალური კოლხური ტყეების დაცვას“, - განაცხადა პეტრ კუბერნატმა.

UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში დაგლას უებმა აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სწორი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის.

„დაცულ ტერიტორიებს აქვთ როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა. თუმცა ამ მრავალმხრივი პოტენციალის სრულად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სწორი მართვის პირობებში, რომელიც ადამიანისა და პლანეტის ინტერესებს ითვალისწინებს“, - აღნიშნა დაგლას უებმა.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი 2022 წელს, UNDP-ის, ჩეხეთის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაარსდა. 4,294 ჰექტარზე გაშლილი დაცული ტერიტორია მდინარე მაჭახელს და მის ქვედა შენაკადებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელსა და სახელმწიფო ტყის ნაწილს მოიცავს.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი უნიკალური ბიომრავალფეროვნებითა  და მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ის უშუალოდ უკავშირდება სამ დაცულ ტერიტორიას - კინტრიშის, მაჭახლისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, რომლებიც „ევრაზიული ამაზონის“ ანუ კოლხური ტყეების დასაცავად შეიქმნა.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ეფექტიანი მართვა დააჩქარებს ეკო-ტურიზმის განვითარებას, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის დანერგვას და შექმნის სხვდასხვა სახის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილობრივი სოფლების 3,000-ზე მეტი მაცხოვრებლისთვის. დაცული ტერიტორიის გამართული ფუნქციონირების შედეგად, დარეგულირდება რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც, ხოლო ტერიტორიული და ინფრასტრუქტურული განვითარება გარემოსდაცვითი მოსაზრებების გათვალისწინებით წარიმართება.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და განვითარებას. ეს მრავალმხრივი საქმიანობა მოიცავს მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსებასა და გამართვას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განხორციელებას და სოფლის მდგრადი განვითარების პრაქტიკის დანერგვას. სხვადასხვა წლებში განხორციელებული პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის, ჩეხეთის, იაპონიისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ.

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 13:52
ბიზნეს ნიუსი

EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა

2024-05-15 20:06
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბუღალტერთა ფედერაცია შვეიცარიის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე და ს

ბექა თაგაურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა

2024-05-15 12:36
ბიზნეს ნიუსი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტ

სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში

2024-05-07 14:49
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

2024-05-07 14:35
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები