2024-05-13

14:32

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მილიონ ევროს მიიღებს

ეკონომიკა
21-02-2024 11:40

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღესვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

2024-04-01 12:38
ეკონომიკა

"იბერიული კვირეული" ღვინის რესტორან "სირაჯხანაში"

შეფ მზარეულმა ირმა ჯანჯღავამ და მისმა გუნდმა შეძლო, ორი ქვეყნის სამზარეულოს სინთეზი შეექმნა, ამ სინთეზის შედეგი კი ყოფილიყო ისეთი კერძების

2024-03-18 17:55
ეკონომიკა

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს

მხარეებმა ბრიფინგზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს. ვიზიტი სფფ-ის IV მუხლის დებულების ფარგლებში

2024-03-18 12:07
ეკონომიკა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო

2024-03-15 13:16
ეკონომიკა

გერმანია და ევროკავშირი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით ხელს უწყობენ აჭარა

ღონისძიება, რომელსაც აჭარის მთავრობის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციების, აჭარის წყლის

2024-02-21 11:40
ეკონომიკა

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მილიონ ევროს მიიღებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6755
EUR: 2.8837
GBP: 3.3527

კატეგორიები