2024-05-20

23:27

რა საკითხები იქნა განხილული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე?

მსოფლიო
21-02-2024 13:11

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოს, როგორც  კანდიდატ ქვეყანას აქცევენ, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად და დასძინა, რომ გადაწყვიტეს დააჩქარონ მუშაობა ამ კუთხით. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ შეფასებების გაკეთებისას ვარჰეიმ თქვა: „ჩვენ, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად ვაქცევთ“.

ვარჰეიმ განაცხადა, რომ მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტეს დააჩქარონ მუშაობა ევროკავშირისკენ პროგრესსა და გადასადგმელ ნაბიჯებზე.

„ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო კავშირი, რომლითაც საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი. მაგრამ, ამისათვის ჩვენ გვჭირდება შავი ზღვა, რომ იყოს შემდეგი დერეფანი ევროპისკენ. ჩვენ გვჭირდება საქართველოს პორტების განახლება“, განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ცნობისათვის, ევროკავშირმა 2022 წელს საქართველოს, უკრაინასთან და მოლდოვას ერთად მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.  

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 12:31
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი და მასთან ერთად მყოფი დელეგაციის წევრები დაიღუპნენ

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ასევე დაღუპულია საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის

2024-05-13 11:01
მსოფლიო

აშშ შეშფოთებულია საქართველოს ანტიდასავლური ორიენტაციის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

2024-05-01 10:36
მსოფლიო

ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში 26 აპრილს თურქეთში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რუტესთან პირისპირ

2024-05-01 10:26
მსოფლიო

"ტიტანიკის" მგზავრის კუთვნილი ოქროს საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ინგლისის ქალაქ ვილტშირში გამართულ აუქციონზე ბიზნესმენ ჯონ ჯეიკობ ასტორის კუთვნილი საათი სავარაუდო ფასზე 6-ჯერ ძვირად გაიყიდა

2024-04-26 10:35
მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები