2024-05-20

23:27

ენერგოეფექტურობა ადგილობრივი განვითარებისთვის

ბიზნეს ნიუსი
02-03-2024 11:32

გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა ხელს უწყობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას დუშეთის მუნიციპალიტეტში.

თბილისი. 1 მარტი 2024 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მხარს უჭერს გარემოსდაცვითი და კლიმატური გამოწვევების დაძლევას ადგილობრივი დონეზე. ეს მრავალმხრივი საქმიანობა ეფუძნება მტკიცე თანამშრომლობასა და ერთიანი ხედვის  შემუშავებას საჯარო უწყებებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის.

UNDP-ისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად, ადგილობრივი გარემოსდაცვითი ინიციატივები სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ხორციელდება, რომელთა შორისაა ბიომრავალფეროვნების და საფრთხის წინაშე მყოფი ეკოსისტემების კონსერვაცია, განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და კლიმატგონივრული მეწარმეობის ხელშეწყობა. გარემოსდაცვითი სარგებელის გარდა, ასეთ პროექტებს წვლილი შეაქვთ სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების ზრდაში და გენდერული თანასწორობის მიღწევაში.

2012 წლიდან, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფარგლებში, 90-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა განხორციელდა, ხოლო პროექტის საერთო ღირებულებამ 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

პროგრამის მიმდინარე ფაზა 2019-2024 წლებს მოიცავს და საქართველოს სემიარიდულ რეგიონებს, დიდი და მცირე კავკასიონის მაღალი მთის ზონასა და შავი ზღვის სანაპიროს ფარავს. სულ, ამ ფაზის ფარგლებში, 750,000 აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი პროექტები დაფინანსდა.

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დუშეთის მუნიციპალიტეტში:

ერთ-ერთი ასეთი პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სადაც UNDP და GEF SGP, საქართველოს ბიომასის ასოციაციასთან, დუშეთის მუნიციპალიტეტთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ხელს უწყობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. პროექტის ფარგლებში, ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს ადგილობრივი წარმოების მყარი ბიომასის ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცემა. სულ, პროექტის შედეგებით 40 ოჯახი ისარგებლებს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიაც ხორცილდება. „ენერგოავტობუსი“, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 50-მდე თემს ესტუმრება და მოსახლეობას მდგრადი ენერგო მოხმარების პრაქტიკასა და განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს გააცნობს.

ეს საგანმანათლებლო საქმიანობა, საქართველოს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, მესხეთის, მთიანეთისა და ზემო სვანეთის რეგიონებზე.

29 თებერვალს, სოფელ ჩანადირთკარს საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ და პროექტის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ოთარ შამუგია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; და მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.

„ტყის მდგრადი მართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს. სოფლად შეშის არამდგრადი მოხმარების შემცირებით, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამსუბუქებთ ტყის დეგრადაციის პროცესს და ხელს შევუწყობთ საქართველოს ტყეების ზრდასა და გაჯანსაღებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„სუფთა და ჯანსაღ გარემოზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. განახლებადი ენერგიის გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა  წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით მაღალმთასა და მოშორებულ რეგიონებში. ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს ადამინების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ამცირებს ნახშირბადის ემისიებს და იცავს ტყეებს განადგურებისგან“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ადგილობრივი პროექტები ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებასა და სასიკეთო ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების (GEF SGP) პროგრამის შესახებ:

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP) ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თემებს მთელს მსოფლიოში და ხელს უწყობს აქტივობებს, რომლებიც იცავს და აღადგენს გარემოს და აუმჯობესებს ადამიანების კეთილდღეობას.

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 13:52
ბიზნეს ნიუსი

EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა

2024-05-15 20:06
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბუღალტერთა ფედერაცია შვეიცარიის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე და ს

ბექა თაგაურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა

2024-05-15 12:36
ბიზნეს ნიუსი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტ

სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში

2024-05-07 14:49
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

2024-05-07 14:35
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები