2024-05-20

19:01

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელს ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ესტუმრა

ბიზნეს ნიუსი
05-03-2024 16:26
დღეს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე შპს „აჭარა ტექსტილის“ მფლობელს ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ესტუმრა.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტუალურ პრობლემებზე რაც პანდმიამ გამოიწვია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, განიხილეს ახალი ინვესტიციების მოზიდვისათვის სხვადასხვა გარემო ფაქტორების მნიშვნელობა, უცხოელი ინვესტორების საქართველოში ინვესტიციის განხცორციელებისთვის შექმნილი სხვადასხვა დაბრკოლებები და მათი გადაჭრის გზები.
ასევე, ასოციაციის თავჯდომარემ, ბატონ ჯემალს მიულოცა ქ.რუსთავში ახალი ფაბრიკის ’’ქართლი ტექსტილის’’ გახსნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
აქვე მოგახსნებთ, რომ რუსთავში ახალი საწარმო ქართლი ტექსტილი გაიხსნა. ამ ეტაპზე საწარმოში 700 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. პანდემიის პირობებში და ეკონომიკური კრიზისის დროს აღნიშნული საწარმოს გახსნა მართლაც, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ „აჭარა ტექსტილის“ მოღვაწეობის შედეგად ბევრი წარმატებული და ცნობილი სპორტსმენი ატარებს საქართველოში შეკერილ ფორმას რისი მეშვეობითაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიცნო საქართველო. ამჟამად, „აჭარა ტექსტილს“ ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს და დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.„აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. აგრეთვე თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

Bugün, Gürcistan Uluslararası Yabancı Yatırımcılar Derneği Başkanı Sayın Osman Çalışkan Mzhavanadze üyemiz olan Acara Tekstil sahibi, aynı zamanda Derneğimizin kurucusu ve Onursal Başkanımız olan Sayın Cemal Bilgingüllüoğlu’nu ziyaret etti.
Görüşme esnasında taraflar, dünyada ve ülkemizde salgının neden olduğu güncel sorunları, yeni yatırım imkânları ve yabancı yatırımların Gürcistan için önemli olduğunu konuştular.
Osman bey Gürcistan’ın Rustavi kentinde yeni yatırımı olan ve kısa sürede bitirip açılışı yapan kartlı Tekstil’inin faaliyette geçmesini tebrik edip başarılarının devamını diledi.
Gürcistan’ın Rustavi şehrinde yeni "Kartlı Tekstil " fabrikası açıldı. Fabrikada şimdilik 700 kişi istihdam edilmektedir, Önümüzdeki yıl ise 4.000 Gürcistan vatandaşı istihdam edilecektir.
Yeni fabrikanın pandemi döneminde ve ekonomik kriz zamanında yatırım yapılması ve kısa sürede açılması ülkemizin ve bölgemizin güçlendirmesi için büyük önem taşımaktadır.
Ajara Tekstil şirketinin fabrikaları Batumi, Kobuleti ve Poti şehirlerinde faaliyet göstermektedir. Ajara Tekstil yılda 15 milyondan fazla ürünü üretip yurt dışına ihraç etmektedir. Ajara Tekstil ile işbirliği yapan, Dünyada önde gelen markalar arasında Nike, Adidas, Puma ve diğerleri yer almaktadır.

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 13:52
ბიზნეს ნიუსი

EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა

2024-05-15 20:06
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბუღალტერთა ფედერაცია შვეიცარიის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე და ს

ბექა თაგაურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა

2024-05-15 12:36
ბიზნეს ნიუსი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტ

სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში

2024-05-07 14:49
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

2024-05-07 14:35
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები