2024-05-20

16:57

საქართველოს, უკრაინის და ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ლიდერების შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში “Erasmus+”-ის პროექტის ფარგლებში

განათლება
12-03-2024 15:32

2024 წლის 19-21 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations”-ის პირველი სამუშაო შეხვედრის (Kick-off Meeting) მონაწილეებს  მასპინძლობს.

პროექტში, ქართული უნივერსიტეტების გარდა,  ჩართულნი არიან სხვადასხვა  უმაღლესი სასწავლებლები გერმანიიდან, უკრაინიდან და  საბერძნეთიდან

პროექტის ფარგლებში იგეგმება ეროვნული აქტორებისა და დაინტერესებული მხარეების შეხვედრები უკრაინასა და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების განსახილველად.

პროექტის პარტნიორთა მიზანია პერსონალისა და ინსტრუქტორების გადამზადება ახალი, ინოვაციური კურიკულუმის მეშვეობით და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება მაღალმთიან რეგიონებსა და სხვა მოშორებულ ადგილებში არსებული უსდ-ების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის გამოწვევების შესასწავლად და გადასალახად.

შეხვედრის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კურიკულუმის მსმენელებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფაზე.

პარტნიორების მიზანია, ხელი შეუწყონ მსმენელებს სამუშაო ადგილების შესაბამისი უნარ-ჩვევების, დინამიურად ცვალებადი გარემოს მიმართ სამუშაო სივრცის  ადაპტაციასა და ინოვაციური უნარების დაუფლებაში.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

გრიგოლ კალანდაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

მობ:  599 15 05 02

ელ. ფოსტა:  grigol.kalandadze@giu.edu.ge

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 12:56
განათლება

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB) წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება “Re-Direction”-ის პროექ

ჩვენ მიერ მიღწეული ძირითადი შედეგებისა და ზოგადი პროცესების მაღალ სტანდარტს. ჩვენ ამ პრესტიჟულ საბჭოში წევრობისათვის ვიწვევთ გამოცდილ პროფესიონალებს

2024-05-16 11:36
განათლება

STEM განათლებისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკავშირების საკითხი: საქართველოს საერთაშორ

მაცერატას უნივერსიტეტის (იტალია) ხელმძღვანელობით, ევროპის მასშტაბით გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით დაკომპლექტებული

2024-05-15 12:14
განათლება

უნიკალური შესაძლებლობა! სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საბაკალავრო საფეხურის ყველა კურსის სტუდენტებისთვის სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტი აცხადებს

2024-05-08 14:37
განათლება

GIU-ს სტუდენტური ფოტოგამოფენა: „რაკურსი 2024“

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი-ჯიუ იწვევს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მისაღებად

2024-05-02 16:05
განათლება

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა : AFD ჯგუფი საქართველოსთან ერთად მუშაობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი გა

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის თანამშრომლობა და AFD ჯგუფის ერთგულება, რომ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები