2024-05-15

00:50

VIDEO/მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

სამხედრო
15-03-2024 16:26

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. 
დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ჩატარდა. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. 

მსგავსი სიახლეები

2024-04-19 15:19
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა

2024-04-02 15:08
სამხედრო

VIDEO/თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს

2024-03-20 16:53
სამხედრო

საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორ

ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის

2024-03-15 16:26
სამხედრო

VIDEO/მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის

2024-03-14 12:53
სამხედრო

იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონეს ვიზიტი საქართვ

ადმირალი დრაგონე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6866
EUR: 2.9005
GBP: 3.373

კატეგორიები