2024-05-20

20:44

კაცობრიობამ სერიოზულად უნდა იფიქროს პითონების სახორცედ მოშენებაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მსოფლიო
19-03-2024 16:58

ცნობილია, რომ ხორცით ძლიერ გაჯერებული კვების რაციონი არც პლანეტისთვის არის კარგი და არც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რას იტყვით ხორცით კვების უფრო მდგრად გზაზე გადასვლაზე? რას ფიქრობთ ამჟამინდელი რამდენიმე ვარიანტის პითონის ხორცით ჩანაცვლებაზე?

შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა — გველები სწრაფად იზრდებიან, შიმშილის პირობებშიც კი და იძლევიან საკმაო ოდენობის ხორცს მოხმარებულ საკვებთან შედარებით (რომელშიც შედის ქათმები და მღრღნელები). მათი კვება ასევე შესაძლებელია ხორცის სხვა ინდუსტრიების ნარჩენი ცილებით.

გველის ხორცზე დამოკიდებულებას კიდევ ერთი უჩვეულო უპირატესობა აქვს.

„მეტაბოლური პროცესების რეგულირებისთვისა და სხეულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, პითონებს შიმშილობის უნარი აქვთ, რაც ზრდის საკვების უსაფრთხოებას არამდგრად გარემოში. ეს კი მიუთითებს, რომ პითონების მეურნეობამ შეიძლება მოქნილი და ეფექტიანი პასუხი შემოგვთავაზოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების არარსებობის მიმართ“, — წერენ ავსტრალიის მაკუორის უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგი დენიელ ნატუში და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

დადგინდა, რომ პითონების მიერ მოხმარებული საკვების პროპორცია წარმოებულ ხორცთან მიმართებაში (დაბალი რიცხვი ნიშნავს უფრო მაღალეფექტიანობას) 1,2 იყო; ეს მაჩვენებელი ორაგულის შემთხვევაში არის 1,5, ფრინველის ხორცის 2,8, ღორის ხორცის 6 და ძროხის ხორცის 10.

გველებს რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილობა შეუძლიათ, თანაც ისე, რომ სხეულის მასა არ დაკარგონ. ამის გამო, მათი მოშენება იდეალურია იქ, სადაც საკვები და წყალი გარანტირებული არ არის. სამწუხაროდ, ასეთი ადგილების რაოდენობა პლანეტაზე სულ უფრო იზრდება.

„ჩვენი კვლევა ადასტურებს წინა ნაშრომს, რომლის მიხედვითაც, ბიოლოგიურად და ეკონომიკურად შესაძლებელია პითონების მოშენება და გაზრდა ტყვეობაში, კომერციული მასშტაბებით“, — წერენ მკვლევრები.

გადასალახია გარკვეული სირთულეები: გველების კვება შრომატევადია და ჯერ არ არსებობს მათი სამეურნეო დანიშნულებით მოშენების ინფრასტრუქტურა. საკითხავია ისიც, უნდა ვჭამოთ თუ არა მათი ხორცი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნატუში და მისი ჯგუფი აცნობიერებს, რომ მათი იდეა დიდხანს ვერ განხორციელდება. ამას გარდა, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში არ განუხილავთ — როგორი გემო აქვს პითონის ხორცს.

„პითონების ბიოლოგიური და სამეურნეო საჭიროებები ცუდად არის შესწავლილი. იმ ზოგადი შიშის გათვალისწინებით, რაც ადამიანებს გველებისადმი აქვთ, ალბათ დრო იქნება საჭირო, ვიდრე პითონების სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გლობალური მასშტაბით რეალიზდება“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

2024-05-20 12:31
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი და მასთან ერთად მყოფი დელეგაციის წევრები დაიღუპნენ

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ასევე დაღუპულია საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის

2024-05-13 11:01
მსოფლიო

აშშ შეშფოთებულია საქართველოს ანტიდასავლური ორიენტაციის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს

2024-05-01 10:36
მსოფლიო

ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში 26 აპრილს თურქეთში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რუტესთან პირისპირ

2024-05-01 10:26
მსოფლიო

"ტიტანიკის" მგზავრის კუთვნილი ოქროს საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ინგლისის ქალაქ ვილტშირში გამართულ აუქციონზე ბიზნესმენ ჯონ ჯეიკობ ასტორის კუთვნილი საათი სავარაუდო ფასზე 6-ჯერ ძვირად გაიყიდა

2024-04-26 10:35
მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7536
EUR: 2.994
GBP: 3.4982

კატეგორიები