2024-05-13

10:13

თურქეთის "რამადანის" დახმარება საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ

საზოგადოება
20-03-2024 10:50

რელიგიის საკითხთა სამმართველოს (DİB) და თურქეთის რელიგიური ფონდის (TDV) მიერ მომზადებული "რამადანის" დახმარების პაკეტები საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

"რამადანის" დახმარების პაკეტების გადაცემის ცერემონია მარნეულში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრში გაიმართა.

დედაქალაქ თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისში თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი მაჰმუთ გოლი, აღმოსავლეთ საქართველოს მუსლიმთა მუფთი ეთიბარ ემინოვი და თურქეთის რელიგიური ფონდის წარმომადგენლები.

მაჰმუთ გოლმა განაცხადა, რომ მარნეულში ასობით ოჯახისთვის დახმარების პაკეტების გადაცემის შემდეგ ისინი აღნიშნულ "რამადანთან" დაკავშირებით დახმარებას სხვა ქალაქებშიც გააგზავნიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 1300-მდე "რამადანის" დახმარების პაკეტი გაიგზავნა და მათ რეგიონებში მოსახლეობას ურიგებენ.

ფოტოების ავტორი: დავით კაჭკაჭიშვილი

მსგავსი სიახლეები

2024-05-09 19:30
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამ

ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“. 2012 წელს „ოცნება“

2024-04-30 12:41
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე“

მაშ, რატომ უპირისპირდება „ოცნება“ დასავლეთს?! მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და სურთ, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ

2024-04-18 12:02
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად

2024-04-17 09:38
საზოგადოება

აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ

2024-04-15 17:35
საზოგადოება

ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დარბაზში რაც მოხდა, არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ნათელი დემონს

ნაცვლიშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი ფაქტები ყოველდღიურობ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6755
EUR: 2.8837
GBP: 3.3527

კატეგორიები