2024-05-10

20:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

ბიზნეს ნიუსი
25-03-2024 14:36

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას პარალელურ რეჟიმში.

„აღინიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსისტემის გამტარუნარიანობას და საიმედოობას, მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობას და გაზრდის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობებს მეზობელ ქვეყნებს შორის.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რეგიონული ენერგეტიკული პროექტების ფორმატშიც. მათ შორის, ხაზი გაესვა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების მნიშვნელობას ევროპულ ბაზარზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასახელდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმართავენ ძალისხმევას, რათა საქართველო და თურქეთი გახდნენ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების საიმედო მიმწოდებლები.

შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში ახალგაზრდა კადრების მომზადების მიმართულებით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2024-05-07 14:49
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

2024-05-07 14:35
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები

2024-05-01 14:12
ბიზნეს ნიუსი

მონაწილეები თავს იყრიან აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე დასასწრებად

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით “ხიდი მომავლისკენ”

2024-04-25 10:57
ბიზნეს ნიუსი

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის

2024-04-24 18:18
ბიზნეს ნიუსი

თურქმენეთის ელჩი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის თურქმენეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებული საკითხები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6755
EUR: 2.8837
GBP: 3.3527

კატეგორიები