2024-05-11

18:45

პოლიციის თანამშრომლებმა აქციაზე 14 პირი დააკავეს

სამართალი
16-04-2024 09:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. ამის თაობაზე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები

2024-05-07 14:49
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები.

2024-05-07 14:35
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკის 2025 წლის 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია უმასპინძლებს

წლიური შეხვედრა არის ADB-ის 68 წევრი ქვეყნის მმართველთა მთავარი შესაძლებლობა განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული განვითარების პრობლემები

2024-05-01 14:12
ბიზნეს ნიუსი

მონაწილეები თავს იყრიან აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე დასასწრებად

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით “ხიდი მომავლისკენ”

2024-04-25 10:57
ბიზნეს ნიუსი

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის

2024-04-24 18:18
ბიზნეს ნიუსი

თურქმენეთის ელჩი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის თურქმენეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებული საკითხები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6755
EUR: 2.8837
GBP: 3.3527

კატეგორიები