2024-05-13

09:50

ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს

სპორტი
19-04-2024 10:22
ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მესამედ იმსაჯებს - ამჯერად პარიზში, ზაფხულის XXXIII ოლიმპიადაზე. ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მსაჯთა კომისიამ და IJF-ის სახელით, ოფიციალური წერილით შეატყობინა ჩვენს არბიტრს.
ვლადიმერ ნუცუბიძე 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. უმსაჯია ათეულობით დიდ შეჯიბრებაზე, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე. ის ერთადერთი ქართველი არბიტრია ძიუდოში, რომელსაც პატივი ხვდა ემსაჯა ოლიმპიურ თამაშებზე. რიო დე ჟანეიროს 2016 წლის და ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე მას ანდეს არაერთი სამედლო შეხვედრა, მათ შორის ფინალური ბრძოლები ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის.
ვლადიმერ ნუცუბიძე არაერთხელ ყოფილა მსაჯთა საერთაშორისო რეიტინგის სათავეში. IJF-ის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია მისი მაღალი კვალიფიკაციისა და ავტორიტეტისა ძიუდოს საერთაშორისო მსაჯთა შორის.

მსგავსი სიახლეები

2024-05-01 11:00
სპორტი

2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება

ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა

2024-04-26 10:58
სპორტი

რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება!

ჩემპიონატს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასა და იტალიასთან ერთად ითამაშებს

2024-04-23 17:32
სპორტი

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა

2024-04-22 10:11
სპორტი

16-წლამდე გოგონათა ფეხბურთელთა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი

2024-04-19 10:22
სპორტი

ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს

ვლადიმერ ნუცუბიძე 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6755
EUR: 2.8837
GBP: 3.3527

კატეგორიები