2024-05-14

22:44

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

სამხედრო
19-04-2024 15:19

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს.

შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

2024-04-19 15:19
სამხედრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა

2024-04-02 15:08
სამხედრო

VIDEO/თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს

2024-03-20 16:53
სამხედრო

საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორ

ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის

2024-03-15 16:26
სამხედრო

VIDEO/მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის

2024-03-14 12:53
სამხედრო

იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონეს ვიზიტი საქართვ

ადმირალი დრაგონე შეხვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6866
EUR: 2.9005
GBP: 3.373

კატეგორიები