2024-05-10

09:44

წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით

განათლება
23-04-2024 10:16

მოსწავლეებისა და სტუდენტების შეხვედრა ეროვნული ტურნირის მზადების ფარგლებში, გარემოსდაცვით თემატიკაზე!

22 აპრილს 11:00 საათზე გაიმართა სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის N123 აუდიტორიაში (მის.: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5). ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე.

დებატების ეროვნული ტურნირი ხორციელდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. ეროვნული ტურნირი მხარდაჭერილია „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

ღონისძიების ფარგლებში, ილიაუნის წარმატებულმა მოდებატეებმა გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება დებატების ტურნირის სამზადისთან დაკავშირებით.  

დებატების ეროვნული ტურნირის მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ უკვე არაერთი წელია ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

მსგავსი სიახლეები

2024-05-08 14:37
განათლება

GIU-ს სტუდენტური ფოტოგამოფენა: „რაკურსი 2024“

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი-ჯიუ იწვევს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მისაღებად

2024-05-02 16:05
განათლება

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა : AFD ჯგუფი საქართველოსთან ერთად მუშაობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი გა

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის თანამშრომლობა და AFD ჯგუფის ერთგულება, რომ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა

2024-04-26 11:17
განათლება

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრ

ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის"

2024-04-24 22:19
განათლება

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და „ჰუალინგის სპეციალურ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონას“ შ

ხსენებული კომპანია აქტიურად ჩაერთვება ჯიუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, თავის მხრივ, ჯიუ-ს სტუდენტები

2024-04-23 11:07
განათლება

თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დელეგაციას ყურადღებით გააცნო საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ასევე საბიუჯეტო და საფინანსო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6797
EUR: 2.8812
GBP: 3.3472

კატეგორიები