2024-05-08

05:31

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

მსოფლიო
26-04-2024 10:35

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთსა და ნატოს შორის მოსკოვის "გარდაუვალი მარცხით" დასრულდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ თქვა: "არა ჩვენ, როგორც დასავლეთს, არამედ პუტინს უნდა შეეშინდეს კონფლიქტის". „ეს უნდა ახსოვდეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსებმა უფრო დიდი საფრთხე იგრძნონ. ნატო არის თავდაცვის ორგანიზაცია. მისი მიზანია იმის ჩვენება, რომ თუ რუსეთის ფედერაცია თავს დაესხმება ნატოს რომელიმე წევრს, ის გარდაუვალ მარცხს განიცდის“. - აღნიშნა მინისტრმა.

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა სამჯერ აღემატება რუსეთის ჯარისკაცებს და რომ ნატოს საჰაერო ძალები სამჯერ მეტია რუსეთის საჰაერო ძალებზე და რუსეთს ნატოს გემების რაოდენობის მხოლოდ ¼-ი აქვს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: "პუტინს მხოლოდ ერთი იმედი აქვს და ეს არის დასავლეთის ყოყმანი".

მსგავსი სიახლეები

2024-05-01 10:36
მსოფლიო

ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში 26 აპრილს თურქეთში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რუტესთან პირისპირ

2024-05-01 10:26
მსოფლიო

"ტიტანიკის" მგზავრის კუთვნილი ოქროს საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ინგლისის ქალაქ ვილტშირში გამართულ აუქციონზე ბიზნესმენ ჯონ ჯეიკობ ასტორის კუთვნილი საათი სავარაუდო ფასზე 6-ჯერ ძვირად გაიყიდა

2024-04-26 10:35
მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა

2024-04-23 17:09
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: COP29 გზას გაუხსნის სამომავლო თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას

ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ამას მოკლებული ვიყავით. სსრკ-ს დაშლის დროს ჩვენს რეგიონში იყო ომები, რასაც ვერ ვიტყოდი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე

2024-04-23 17:06
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: ახლა ჩვენ გვაქვს საერთო გაგება, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება

შეგახსენებთ, რომ მაშინ მადრიდულ პრინციპებზეც კი შეთანხმება არ იყო მიღწეული, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მაშინ სამშვიდობო შეთანხმების პროექტიც კი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.68
EUR: 2.8848
GBP: 3.3605

კატეგორიები