2024-05-07

09:10

თურქმენეთის ელჩი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ბიზნეს ნიუსი
24-04-2024 18:18

2024 წლის 24 აპრილს გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დ. სეიტმამედოვსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გ. არველაძეს შორის.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე, განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საინვესტიციო თანამშრომლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების შემდგომი განხორციელების და ბიზნესს შორის პირდაპირი კონტაქტების პირობების შექმნა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის თურქმენეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებული საკითხები. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს ფართოდ აღინიშნება დიდი თურქმენი პოეტისა და ფილოსოფოსის, მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილე და გ. არველაძეს ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები კვლავაც აქტიურად განვითარდება ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.

შეხვედრამ მეგობრულ და სანდო ატმოსფეროში ჩაიარა.

მსგავსი სიახლეები

2024-05-01 14:12
ბიზნეს ნიუსი

მონაწილეები თავს იყრიან აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე დასასწრებად

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით “ხიდი მომავლისკენ”

2024-04-25 10:57
ბიზნეს ნიუსი

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის

2024-04-24 18:18
ბიზნეს ნიუსი

თურქმენეთის ელჩი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის თურქმენეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებული საკითხები

2024-04-24 11:22
ბიზნეს ნიუსი

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

2024-04-22 11:15
ბიზნეს ნიუსი

ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადა

სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6797
EUR: 2.8777
GBP: 3.3636

კატეგორიები