2024-05-19

12:37

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
01-05-2024 11:21

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, უკან გაიწვიონ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი. 

„ისევე, როგორც შარშან, დღესაც ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წინსვლას ევროკავშირის გზაზე”, — ბორელის ეს სიტყვები ევროპარლამენტის წინაშე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა გააჟღერა.

„საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები იმაზე მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ“,  — განაცხადა ლენარჩიჩმა ჯოზეფ ბორელის სახელით.

მან დასძინა, რომ საქართველოს მიერ შესასრულებელი სამუშაო, ცხრა ნაბიჯის ჩათვლით, განისაზღვრა ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშში, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დამტკიცდა.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ: „პოლიტიკურმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2024-05-17 15:50
პოლიტიკა

რა საკითხები იქნა განხილული, ერდოღან-კობახიძის შეხვედრაზე ანკარაში?

რეს-კონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „10 დღეში უკვე მეგობარი ქვეყნის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ვულოცავ მეგობარ

2024-05-16 17:53
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის

2024-05-15 19:42
პოლიტიკა

ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიის სახელით გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ კანონის მიღება

2024-05-15 12:44
პოლიტიკა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტას

2024-05-15 12:07
სპორტი

ქართველმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 193 მედალი მოიპოვეს

კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 193 მედალი მოიპოვეს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები