2024-05-19

19:11

საქართველო ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს — დაესწარით ღონისძიებას 11 მაისს

პოლიტიკა
07-05-2024 13:27

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღის წლევანდელ ღონისძიებას შაბათს, 11 მაისს თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში უმასპინძლებს. 

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციას ეძღვნება. რობერტ შუმანმა, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამ დეკლარაციით თანამედროვე ევროკავშირის იდეას ჩაუყარა საფუძველი. 

„წელს თბილისში გამართული დღესასწაული ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსთვის — ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის — ევროკავშირში გაწევრიანების კარი, როგორც იქნა, ფართოდ გაიღო. ახლა კი ქართველებმა, საჭირო რეფორმების სწრაფად გატარებით, ამ კარში უნდა შეაბიჯონ“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

ოფიციალური გახსნის ცერემონია მე-4 პავილიონში 11:30-ზე გაიმართება.

მე-4 და მე-5 პავილიონებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები სტუმრებს საკუთარი ქვეყნების კულტურასა და ისტორიას გააცნობენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებს წარადგენენ, პრიზებს გასცემენ და კულტურულ წარმოდგენებსა და კონცერტებს გამართავენ.

მე-11 პავილიონი საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უმასპინძლებს და მათ საქმიანობას წარადგენს. ამ სივრცეში პროექტების წარმომადგენლები სტუმრებს შესთავაზებენ თამაშებსა და აქტივობებს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, ახალგაზრდობა, ციფრული ტრანსფორმაცია, დემოკრატია და სხვა.

ეზოს სივრცეს აგრომარკეტი „უნიკალური ქართული გემო“ დაიკავებს — აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფერმერების მიერ წარმოებული კერძებისა და პროდუქტების დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. სტუმრები ასევე შეიტყობენ, თუ როგორ ავითარებენ წარმოებას ფერმერები საქართველოში და რა წვლილი მიუძღვის ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას.

საზეიმო პროგრამა არაერთ საბავშვო ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაცაა თოჯინების წარმოდგენ, „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“. 

წელს პირველად, მე-3 პავილიონს ის მეწარმეები დაიკავებენ, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს. ამ სივრცეში სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

მე-6 პავილიონი უმასპინძლებს ევროპის დღის საუბრებს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა ევროკავშირის ღირებულებები, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები თუ შესაძლებლობები ბიზნესისა და ახალგაზრდებისთვის. საუბრების წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. ამ დისკუსიების მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო ღრმად გააზრებას და საზოგადოების ჩართულობას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის დღე 2024-ის დღის წესრიგი

მსგავსი სიახლეები

2024-05-17 15:50
პოლიტიკა

რა საკითხები იქნა განხილული, ერდოღან-კობახიძის შეხვედრაზე ანკარაში?

რეს-კონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „10 დღეში უკვე მეგობარი ქვეყნის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ვულოცავ მეგობარ

2024-05-16 17:53
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის

2024-05-15 19:42
პოლიტიკა

ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიის სახელით გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ კანონის მიღება

2024-05-15 12:44
პოლიტიკა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტას

2024-05-15 12:07
სპორტი

ქართველმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 193 მედალი მოიპოვეს

კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 193 მედალი მოიპოვეს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები