2024-05-19

14:03

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა : AFD ჯგუფი საქართველოსთან ერთად მუშაობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის

განათლება
02-05-2024 16:05

2024 წლის 2 მაისს, საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილე ბერტრან ვალკენერს შორის. ეს უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის თანამშრომლობა და AFD ჯგუფის ერთგულება, რომ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, არა მხოლოდ არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებით (ენერგია, დაკავშირებადობა, წყალი, ადამიანური კაპიტალის განვითარება), არამედ ევროპასთან დაახლოების განახლებული პერსპექტივის ფარგლებშიც, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ამ შეხვედრის წინ, ელჩმა და პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის მიზანია ფრანგულ-ქართული ურთიერთობების გაძლიერება. ესენია ურთიერთგაგების მეორე მემორანდუმი AFD-სა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს შორის 2024-2027 წლების თანამშრომლობის ჩარჩოს შესახებ და საქართველოში AFD-ის საქმიანობის დამფუძნებელი 2014 წლის მთავრობათაშორის შეთანხმების ცვლილება, მასში AFD ჯგუფის ფილიალის Expertise France-ის ინტეგრირების მიზნით, რომლის საქმიანობაც ტექნიკურ თანამშრომლობას მოიცავს. საფრანგეთი, AFD ჯგუფის მეშვეობით, საქართველოს წამყვანი ფინანსური პარტნიორია 2012 წლიდან 800 მილიონ ევროზე მეტი გამოყოფილი თანხით. AFD ჯგუფი ოპერირებს ევროკავშირის ყველა მეზობელ ქვეყანაში, რომლებიც ჩართულნი არიან წევრი ქვეყნების ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ მიღწევებთან დაახლოების პროცესში, რაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ავსებს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, Proparco-სა და Expertise France-ისგან დაკომპლექტებული AFD ჯგუფი ფინანსური და ტექნიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრს განაგებს და აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ამბიციური სტრატეგიის სამსახურში ჩააყენოს ფრანგული გამოცდილება უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის. 

მსგავსი სიახლეები

2024-05-16 11:36
განათლება

STEM განათლებისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკავშირების საკითხი: საქართველოს საერთაშორ

მაცერატას უნივერსიტეტის (იტალია) ხელმძღვანელობით, ევროპის მასშტაბით გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით დაკომპლექტებული

2024-05-15 12:14
განათლება

უნიკალური შესაძლებლობა! სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საბაკალავრო საფეხურის ყველა კურსის სტუდენტებისთვის სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტი აცხადებს

2024-05-08 14:37
განათლება

GIU-ს სტუდენტური ფოტოგამოფენა: „რაკურსი 2024“

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი-ჯიუ იწვევს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მისაღებად

2024-05-02 16:05
განათლება

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა : AFD ჯგუფი საქართველოსთან ერთად მუშაობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი გა

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ხნის თანამშრომლობა და AFD ჯგუფის ერთგულება, რომ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა

2024-04-26 11:17
განათლება

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრ

ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის"





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები