2024-06-02

19:43

ადამიანური განვითარების ინდექსით, საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა

ბიზნეს ნიუსი
14-03-2024 13:41

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანური განვითარების ინდექსით (HDI), საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა.

ადამიანური განვითარების 2023-2024 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, წინა ანგარიშთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და 193 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-60 ადგილს იკავებს.

საქართველოს ადამიანური განვითარების ინდექსის ზოგადი მაჩვენებელი 0,814-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატო-ს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს.

UNDP-ის ადამიანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარებას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით აფასებს: სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, განათლებაზე წვდომა და ღირსეული ცხოვრების სტანდარტები.

ზოგად მაჩვენებელთან ერთად, HDI ისეთ პარამეტრებსაც აქცევს ყურადღებას, როგორებიცაა უთანასწორობა, გენდერული სხვაობები, მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და პლანეტაზე განხორციელებული წნეხი.

მსგავსი სიახლეები

2024-05-30 10:49
ბიზნეს ნიუსი

ლევან დავითაშვილი: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის გამარჯვებული კერძო ინვესტორი უახლოეს

ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა

2024-05-23 14:10
ბიზნეს ნიუსი

შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სადარაჯოზე

მომავალი თვეების მანძილზე, მოზარდები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით აქტივობაში, მათ შორის, სანაპიროს დასუფთავება

2024-05-21 12:45
ბიზნეს ნიუსი

EBRD კრედო ბანკს ადგილობრივი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სესხით უზრუნველყოფს

EBRD სესხის სახით დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს (9.28 მილიონი ევრო) გასცემს. თანხა მოხმარდება ადგილობრივი კომპანიებისთვის კრედიტების გაცემას

2024-05-20 13:52
ბიზნეს ნიუსი

EBRD და USAID სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებს ავითარებენ

ეს ნაბიჯი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. კერძოდ, პარტნიორობა საქართველოში, აზერბაიჯანსა

2024-05-15 20:06
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბუღალტერთა ფედერაცია შვეიცარიის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე და ს

ბექა თაგაურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7949
EUR: 3.0319
GBP: 3.5548

კატეგორიები