2024-05-19

17:19

ცესკოს თავმჯდომარემ იტალიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

საზოგადოება
21-03-2024 10:32

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან მასიმილიანო დ’ანტუონოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრა 19 მარტს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა იტალიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

მსგავსი სიახლეები

2024-05-17 15:57
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი - „ოცნებაზე“ - „დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!“

ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ცხოვრების მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის, როგორც დიდი ოჯახის სიწმინდე და ნათელი მომავალია. „ოცნების“ მოტივაცია

2024-05-13 11:06
საზოგადოება

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა

აქციის მონაწილეები პარლამენტთან 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი პარლამენტის წინ, ნაწილი

2024-05-09 19:30
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამ

ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“. 2012 წელს „ოცნება“

2024-04-30 12:41
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე“

მაშ, რატომ უპირისპირდება „ოცნება“ დასავლეთს?! მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და სურთ, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ

2024-04-18 12:02
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები