2024-05-19

19:02

Culture Moves Europe: საქართველოში რეზიდენტების მასპინძელი ორგანიზაცია შეირჩა

კულტურა
29-03-2024 13:09

პროექტის, „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ (Culture Moves Europe), მიერ გამოცხადებული რეზიდენტების მასპინძლობის მეორე კონკურსის 114 გამარჯვებულს შორის ქართული ორგანიზაციაც მოხვდა. 

ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კონკურსის მთელი ბიუჯეტი 1.8 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. ამასთან, თითოეული გრანტის მოცულობა განისაზღვრება პროექტის ხანგრძლივობით (22-იდან 229 დღემდე) და მოწვეული ხელოვანების რაოდენობით.

შერჩეული პროექტები უმასპინძლებს 449 ხელოვანსა და კულტურის სფეროს პროფესიონალს შემოქმედებითი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი კონკურსის მეორე ფაზის განმავლობაში შეირჩევიან.

რეზიდენტურის პროექტები შემოქმედებითი ევროპის 35 ქვეყანაში განხორციელდება.

ყველაზე დიდი რაოდენობით პროექტი ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებიდან შეირჩა. კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის დიზაინის, ლიტერატურის და არქიტექტურის მიმართულებით შერჩეული პროექტები საერთო ჯამში სრული სიის 30%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს. შერჩეული მასპინძლების მესამედის მიერ წარდგენილი პროექტები „ახალი ევროპული ბაუჰაუსის“ ინიციატივასთანაა დაკავშირებული.

საქართველოდან შერჩეული მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტი ლიტერატურის სფეროში განხორციელდება.

მასპინძლებმა 15 ივნისამდე უნდა შეარჩიონ ხელოვანები, რომელთაც პროექტების განსახორციელებლად მოიწვევენ. ამასთან, პირველი პროექტები აპრილის პირველი ნახევრიდანაც შეიძლება დაიწყოს. 

პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებული ხელოვანებისათვის მასპინძელ ორგანიზაციებთან დასაკავშირებელი ონლაინშეხვედრები 5 და 12 აპრილს გაიმართება. 

ამჟამად პროექტს, Culture Moves Europe, გამოცხადებული აქვს რეზიდენტების მასპინძლობის მესამე კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შემოქმედებითი ევროპის 40 ქვეყნიდან ნებისმიერში რეგისტრირებულ და დაფუძნებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ. თითოეულ ორგანიზაციას 22-იდან 180 დღემდე ხანგრძლივობის რეზიდენტურის პროექტების განსახორციელებლად მაქსიმუმ 5 ხელოვანისა თუ კულტურის სფეროს პროფესიონალის მასპინძლობა შეუძლია.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

რეზიდენტების მასპინძლობის მესამე კონკურსი 

მსგავსი სიახლეები

2024-05-10 12:12
კულტურა

VIDEO: ნუცა ბუზალაძე 11 მაისს ევროვიზიის ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

საერთო ჯამში ფინალში 26 ქვეყანა წარდგება: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია

2024-04-24 11:39
კულტურა

კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი „დაცემ

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველ ეტაპზე ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო თეატრმა თბილისში

2024-04-18 11:09
კულტურა

კრაკოვის ეროვნული მუზეუმი საქართველოსადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას

2024-04-11 10:36
კულტურა

კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „ერისიონს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

ანსამბლის საერთაშორისო მიღწევები უპრეცედენტოა ქართული კულტურის ისტორიაში. 1977 წელს მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ

2024-04-03 11:05
კულტურა

კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „სუხიშვილებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ „სუხიშვილებს“ გადაეცა 184 ერთეული სასცენო სამოსი, კერძოდ, 24 კომპლექტი ჩოხა, 50 ერთეული შარვალი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები