2024-05-19

18:15

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა თუბა ოზუთოქმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალი დაათვალიერა

ჯანდაცვა
06-04-2024 12:00
გუშინ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მისიის ხელმძღვანელთან თუბა ოზუთოქთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან თამარ გოგიტიძესთან ერთად ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალს ეწვია.
სტუმრებმა, სკრინინგ ცენტრის დირექტორთან, ეთერ კიღურაძესთან ერთად არსებული გარემო დაათვალიერეს, ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნენ. დირექტორმა სკრინინგ ცენტრის საქმიანობის და პროგრამების შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი მიზანი დაავადებათა დროული დიაგნოსტიკაა . ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
“კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი საუკეთესო პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა” , - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და მადლობა გადაუხადა მხარეებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

მსგავსი სიახლეები

2024-05-15 12:27
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: შილაკი - რა უნდა ვიცოდეთ გელ-ლაქის შესახებ?

შილაკის დროს გამოიყენება ულტრაიისფერი (UV) სინათლე ლაქის გასამყარებლად. ეს პროცესი ქმნი UVA რადიაციას - იგივე მავნე სხივებს, რომლებიც დაკავშირებულია

2024-05-13 12:13
ჯანდაცვა

საქართველოში ონკო-ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

ღონისძების მიზანია, ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში

2024-05-01 10:39
ჯანდაცვა

ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები სახელმწიფოს თანადგომის იმედზე არიან

არსებობს სიბრმავის გამომწვევი 4 დაავადება: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულის შეშუპება)

2024-04-30 12:25
ჯანდაცვა

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ 3 წლიან მარათონში ერთიანდება “ბრძოლა მომავლისთვის 50/27

შეხვედრის მიზანს, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების 3 წლიან პერპექტივაში ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში გაერთიანება წარმოადგენდ

2024-04-25 14:14
ჯანდაცვა

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენეზიის პირისპირ არტერიულ ჰიპერტენზიის ცნობადობის და კონტროლის გაუმჯობე

ღონისძიებას გახსნის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, არჩილ ჩუხრუკიძე, რომელიც მოწვეულ სამედიცინო საზოგადოებას და მედიას





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები