2024-05-19

22:19

2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა

ჩინეთი
29-04-2024 17:15
2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის  ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

მსგავსი სიახლეები

2024-05-17 15:11
ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ასევე ისაუბრა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლაზე

2024-04-29 17:15
ჩინეთი

2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპ

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშ

2024-04-16 09:45
ჩინეთი

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის კავშირები

2024-04-15 14:36
ჩინეთი

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ

2024-04-10 22:56
ჩინეთი

საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის ვიზების ორმხრივ

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7585
EUR: 2.991
GBP: 3.4914

კატეგორიები